ქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიური მიმდინარეობს

image-0.02.01.b425b789a4218b383ac61e0c56b3f2d2325d3622437d9af61aaa9087fdec59cc-V

ქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. სანიაღვრე სისტემამ მოსული ნალექის გატარება ვერ შეძლო, რამაც ქალაქის ცენტრალური მოედნის და მიწისქვეშა გადასასვლელის დატბორვა გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინტენსიური სამუშაოების შედეგად წყლის სრულად ამოტუმბვა მოხდა.

ინტენსიურმა წვიმამ ქვიშა და ღორღი ჩამოიტანა სუხიშვილის ქუჩაზე, რამაც მცირედით შეაფერხა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. ქალაქს ნაწილობრივ გაეთიშა ელექტროენერგია, თუმცა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

როგორც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ ამ დროისთვის ქალაქში წვიმის ინტენსივობამ იკლო, რაც სამუშაოების უფრო ინტენსიურად და ეფექტურად წარმოების საშუალებას იძლევა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია ათკაციანი ჯგუფი, რომელიც აკვირდება მიმდინარე სამუშაოებს და დახმარებას უწევს მოსახლეობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი. ქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ ადგილას იმყოფებიან მერიის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

მიმდინარე სამუშაობს კოორდინირებას უწევს შიდა ქართლის რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის სიძლიერე მის სიმართლეშია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა “სოტბის” აუქციონზე ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა