ქადაგიშვილი – საქართველო ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი, თუ სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი, თუ სახალხო დამცველი

„მიხეილ სააკაშვილი პატივს რომ არ სცემს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც ერთ დროს იყო, ეს წესი და რიგი არ უნდა გახდეს. საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი, თუ სახალხო დამცველი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს. ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ლაპარაკია საქართველოს სახელმწიფოზე – ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს, ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არის მიღებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – კერძო კლინიკაში გადაყვანაზე სააკაშვილის მოთხოვნა გაუგებარია, არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია, იქ არის, სადაც უნდა იყოს
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები სტაბილურია, რაც 50-დღიანი შიმშილობის დროს არ ხდება