ქადაგიშვილი – საქართველო ლიდერია არა მხოლოდ სამეულში, არამედ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დიდი ხანია, კანდიდატები არიან

საქართველოში გატარებული რეფორმები და ქვეყნის განვითარების დონე ობიექტური საზომებით თუ გაიზომება, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ სამეულში, არამედ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დიდი ხანია, კანდიდატები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ობიექტური შეფასებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„მეტიც საქართველო წინ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. ამიტომ, ქვეყანა ობიექტური საზომით თუ შეფასდება, ის დიდი ხნის წინ, შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიცემას, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ იმას, რომ არსებობს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები, მოსაზრებები ამა თუ იმ პოლიტიკური ვითარების გარშემო, მაშინ მოლოდინებზე სიფრთხილე შენარჩუნებული გვაქვს. დასავლეთში პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ექნებათ, ყველა საზომით და ყველა კრიტერიუმით საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სტატუსის მინიჭებას იმსახურებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანი – აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა სრული ბლოკადით დაიწყო
შემდეგი სტატიაასეთი უტიფარი განცხადება, ამ დონიდან არ მომისმენია – ვოლსკი იუკნევიჩიენეზე