ქადაგიშვილი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები სტაბილურია, რაც 50-დღიანი შიმშილობის დროს არ ხდება

მიხეილ სააკაშვილი ტრაილერის მძღოლთან ერთად კი არ მოდიოდა, ბარიკადების სათავეში რომ აღმოჩნდებოდა, ნახავდით, რა მიზანიც ჰქონდა – ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ და ახლა სცენარის ხელახლა დატრიალებას ცდილობენ – ეს სცენარი არ დატრიალდება! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის შიმშილობის ფორმა ისეთია, რომ მისი ჯანმრთელობა არ ზიანდება და უნდა დაისვას კითხვა, რატომ არის ლაპარაკი ციხიდან მის გაყვანაზე. “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები სტაბილურია, რაც 50-დღიანი შიმშილობის დროს არ ხდება.

“აქ ხომ სხვა მიზანია? მიზანი ერთია – როგორმე ციხიდან გაიყვანონ, შემდეგ უკან შეტრიალება გახადონ პრობლემა, მოხდეს ბლოკირება, დაპირისპირება. სააკაშვილი თავად ამბობდა: – გამიყვანეთ ციხიდან და ხელისუფლებას ათ დღეში ჩამოვაქცევო. დავსვათ კითხვა, რა მიზანი ჰქონდა, როცა ის საქართველოში შემოიპარა? – მიზანი იყო, რომ მიტინგზე გამოყენებულიყო, ეს მიტინგი თოვლის ზვინივით გადაზრდილიყო, მომხდარიყო პარლამენტში შეჭრა – სცენარი, რასაც დესტაბილიზაცია უნდა მოჰყოლოდა. ასე ფიქრობდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ახლა თავი გავიბრიყვოთ და ვთქვათ, რომ ეს მიზნები არ იყო და ყოველ დღე ამის შესახებ ტელევიზიით არ აცხადებდნენ?!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – საქართველო ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი, თუ სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიაკორძაია – ცალმხრივი ინფორმაცია არასოდეს არ არის სანდო, კეთილი ინებონ, შექმნან სისტემა, რომელიც მე-18 დაწესებულებაში ვითარებასთან დაკავშირებით მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს