ქადაგიშვილი: პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ კანონით ეკისრებათ

“თითოეულ დეპუტატზე იქნება ინდივიდუალური დადგენილება და თითოეულ დეპუტატთან დაკავშირებით პარლამენტი საბოლოო ჯამში გამოიტანს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. ჩვენი დამოკიდებულება არის ასეთი: პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ კანონით ეკისრებათ და რომელიც მათ დააკისრათ მოქალაქეებმა არჩევნების გზით, ამიტომ, ჩვენ კი არ ვუწევთ ანგარიშსწორებას პოლიტიკოსებს, მათ შორის შალვა ნათელაშვილს, ხშირ შემთხვევაში შალვა ნათელაშვილი თვითონ უწევს ანგარიშსწორებას საკუთარ თავს და ამომრჩეველს” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამისილების შეწყვეტაზე საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული: მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, როგორც ქრისტიანს
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში” მორალური ადამიანები არსებობენ, რომელთაც თავი აარიდეს იმ სხდომაზე მისვლას, სადაც მათი კოლეგების გარიცხვის საკითხი უნდა განხილულიყო”