ქადაგიშვილი – პარტიების დაფინანსების საკითხზე ცვლილებები არ ეხება რომელიმე პარტიას, პოლიტიკურ პროცესს და პარტიების კონსტიტუციურ მუშაობას

ცვლილებები არ ეხება რომელიმე პარტიას, პოლიტიკურ პროცესს და პარტიების კონსტიტუციურ მუშაობას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარტიების დაფინანსების საკითხზე განაცხადა.

„კანონპროექტი მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თანხას იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან და თუ ისინი არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, ანუ, არ არიან საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი და შეგნებულად იწყებენ საბოტაჟს და არა ბოიკოტს, რადგან ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრების რეგლამენტირებული ნაწილია, ამ შემთხვევაში უნდა დაისვას მათი დაფინანსების საკითხი. ეს ცვლილებები არ ეხება რომელიმე პარტიას, პოლიტიკურ პროცესს და პარტიების კონსტიტუციურ მუშაობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი ბოტკოველი – ჩვენ თანამდებობების მიღებას არ ვაპირებთ, პარლამენტში ამისთვის არ შევსულვართ
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი „გადააგდო“