26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ქადაგიშვილი: ობიექტური წინაპირობები არ არსებობს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს

ობიექტური წინაპირობები არ არსებობს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. პოლიტიკური შეფასებებია, რომელიც არანაირ ლოგიკას და სინამდვილეს არ ეფუძნება. ვიზალიბერალიზაცია მათ ხელში მანიპულაციისა და ზეწოლის იარაღია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილს ბრიუსელში 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაუსვეს კითხვა.

„ვერავინ გეტყვის, რას იზამენ, რადგან ეს დამოკიდებული იქნება უამრავ ფაქტორზე და ყველაზე ნაკლებად განმსაზღვრელი იქნება რაიმე ობიექტური ფაქტორი. საქართველოს თაობაზე ყოველ თვეში საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებია, რომელთა მიხედვით, ქვეყანა ყველა მიმართულებით ლიდერია, თუმცა ევროკავშირის ბიუროკრატიას პოლიტიკური მიზნები აქვს. ამიტომ ეს პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები ქოთანს ყურს საიდან მოაბამენ, ობიექტურ განსჯას არ ექვემდებარება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო ლიბანში მიმდინარე ომში საერთაშორისო სამართლის დარღვევებს გამოიძიებს
შემდეგი სტატიაგიორგი რურუა – ვაღიარე, დავთანხმდი და საპროცესო შეთანხმებას მოვაწერე ხელი