ქადაგიშვილი – მიხეილ სააკაშვილს აქცენტი თვითდაზიანებაზე აქვს გაკეთებული, რათა მიყენებული ზიანით ციხიდან გათავისუფლდეს

მიხეილ სააკაშვილს აქცენტი თვითდაზიანებაზე აქვს გაკეთებული, რათა მიყენებული ზიანით ციხიდან გათავისუფლდეს – პირველი შემთხვევა არ არის, როცა პატიმრები სხვადასხვა თვითდაზიანებებს იყენებენ იმ მიზნით, რომ ან პატიმრობა შეუმსუბუქდეთ ან ციხიდან გამოვიდნენ ან საავადმყოფოში გადაიყვანონ, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ამ ადამიანმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს და ასეთ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი იქნება“.

ქადაგიშვილი სააკაშვილის ოჯახის წევრებს, ექიმებსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, მიმართონ განცხადებით სააკაშვილს, რომ ექიმების მკურნალობასა და ჯანსაღი კვების კურსს დაყვეს.

„მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი მდგომარეობა მრავალმხრივ რთულია – მისმა შემოპარვამ გარკვეულწილად მისი პარტიაც მოულოდნელობის რეჟიმში ჩააგდო. მას შემდეგ რაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ვერ შესრულდა და დააპატიმრეს, პარტიის წინაშე ახალი ამოცანა წარმოიშვა – რამენაირად პარტიის ლიდერი პატიმრობიდან დაიხსნან, მაგრამ ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. აღნიშნული თემის გარშემო მოსახლეობის აყოლიება ვერასდროს მოხდა, რადგან საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის განვლილ პოლიტიკურ გზას ობიექტურად უდგება და იმ სამართალდარღვევებისა და უკანონობების შესახებ ყველამ კარგად იცის. ამის გამო ადამიანები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში არ გამოდიან. აქედან გამომდინარე, “ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა რთულად შესასრულებელია. იგივე დასავლეთის ქვეყნებისთვისაც გაუგებარია, მიხეილ სააკაშვილის ამ ნაბიჯების შემდეგ როგორ შეიძლება მოხდეს მისი პოლიტპატიმრად, სინდისის პატიმრად გამოცხადება თუ შეწყალება, მით უფრო, რომ სასამართლო პროცესებზე მუდმივად გამოდის არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლის მოწოდებებით. როდესაც სააკაშვილის გასათავისუფლებლად სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე არ მუშაობს, იწყება სპეკულაციები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მას ყველა ის სამედიცინო სერვისი მიეწოდება, რაც პატიმარს შეიძლება მიეწოდებოდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისის ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა
შემდეგი სტატია„მოქალაქეები“ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს