27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ქადაგიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციები მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას ემსახურება

საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას, – განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ფუჭი რეზოლუციების საშუალებით ცდილობენ, რომ საქართველოში ეს რევოლუციის ნარჩენები რამენაირად აცხოვრონ და აცოცხლონ.

„საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას და ესკალაციის ხელშეწყობას. მათ დამარცხება იგემეს არჩევნებში, შემდეგ დამარცხდნენ რევოლუციისა და გადატრიალების მოწყობის საქმეში და ახლა ასეთი ფუჭი რეზოლუციების საშუალებით ცდილობენ, რომ საქართველოში ეს რევოლუციის ნარჩენები რამენაირად აცხოვრონ და აცოცხლონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრ დუგინი კიევზე თავდასხმის შემდეგ: დასავლეთთან სრულფასოვან ესკალაციაში უნდა შევიდეთ და წინმსწრებად დავარტყათ
შემდეგი სტატიათაღლითური SMS-ები ჯარიმების სახელით — სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს