ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებმა ცვლილებები გამოიწვია საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში.

ფაქტობრივად, ამ არჩევნებით ევროპაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება დაიწყო. არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ევროპელ ხალხს სურს, ევროპაში შექმნილ ვითარებას გადახედოს . რა თქმა უნდა, ეს რადიკალურად არ ცვლის ევროპარლამენტში ძალთა განლაგებას, მაგრამ აშკარად სახეზეა ცვლილებები. ამ არჩევნებმა ყველაზე დიდი ცვლილებების ეტაპი დააყენა ევროპის ლოკომოტივ ქვეყნებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში. ე.წ. ძველი ევროპა ცვლილებების პერიოდშია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე პრემიერის ბერლინში ვიზიტზე – კობახიძემ იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება, რომ ჩავიდეს არავინ ხვდება
შემდეგი სტატიარუსეთი იბრძვის, რომ დაასრულოს უკრაინა, უკრაინა კი იბრძვის, რომ დაასრულოს ომი – ლეიენი