ქადაგიშვილი: დღევანდელი ხელისუფლება მაღალი, ევროპული სტანდარტით მუშაობს

სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მაღალი, ევროპული სტანდარტით მუშაობს.

„სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან ყველა საქმე ბოლოს სასამართლოში უნდა მივიდეს. დღეს, ის სასამართლო არ არის, როცა პრეზიდენტი ფეხებს დააბაკუნებდა და იუსტიციის მინისტრი და სასამართლოს მმართველი ადეიშვილი მყისიერად და წამიერად აღასრულებდა. ჩვენ მაღალი, ევროპული სტანდარტით ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, გამოძიება ლოგიკური ხაზით მიდის და ჩვენ გამოძიების მიმდინარეობას, სასამართლო პროცესებს უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ფალავანდიშვილმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა
შემდეგი სტატია“დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა ჩვენი პარტნიორების მიერ აღქმულია როგორც სილა, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ უთავაზა”