ქადაგიშვილი: დეპუტატების მიერ დაწყებული შიმშილობის მიზანი ბუნდოვანია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დეპუტატების მიერ დაწყებული შიმშილობის მიზანი ბუნდოვანია.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი მიზანია არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, არამედ სააკაშვილის ციხიდან ნებისმიერი გზით გამოიყვანა, რაც შეუსაბამოა კანონთან.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. მისი ე.წ. შიმშილობის აქცია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. შიმშილობის ფორმიდან და კვების რაციონიდან გამომდინარე, რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ექმნება. აქედან გამომდინარე, მოშიმშილე დეპუტატების მოთხოვნა რომ ყოფილიყო – მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო, ლოგიკასთან უფრო ახლოს იქნებოდა, ვიდრე ის, რომ გადაიყვანონ სამედიცინო – სამოქალაქო დაწესებულებაში. თუ მიზანია პაციენტის ჯანმრთელობა იყოს დაცული, მისი ჯანმრთელობა დაცულია პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში კოვიდპანდემიაზე ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დახურვას ითხოვენ 
შემდეგი სტატიასააკაშვილის ადვოკატი – ფაქტობრივად, მოსამართლემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხებაო