ქადაგიშვილი – აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა

საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის გარშემო შექმნილი ვითარება იქითკენაა მიმართული, რომ ოპოზიცია ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ.

“ზოგადად, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ამ კანონის [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] გარშემო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უჭირს. რატომ? – ორი მიზეზია: საბოლოო ჯამში თუ ჩვენ პროპაგანდისტულ ლოზუნგს მოვხსნით, საქმე მიდის იქამდე, რომ მსოფლიო გამჭვირვალობის წინააღმდეგია. თან ისეთი მარტივი გამჭვირვალობისა, რომელიც ალბათ, ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში საწყისი სტანდარტების დონეზეა. ამიტომ, ამ გაგებით უჭირთ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, ასეთი განცხადებები კეთდება. მეორე მხრივ, საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა. არადა, თანამედროვე მსოფლიო დემოკრატია სწორედ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობაზეა აწყობილი. აქედან გამომდინარეა სწორედ ეს მდგომარეობა, რასაც ვხედავთ. ეს ძირითადად, მაინც იქითკენაა მიმართული, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შემდეგი სტატია„თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-2024-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდა – პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“