ქადაგიძემ გვითხრა, რომ არაფერი არ ახსოვს – TBC-ის საქმის პროკურორი

გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა- განაცხადა გამოკითხვის დასრულების შემდეგ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა.

არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ქადაგიძესთან კითხვები როგორც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესთან დაკავშირებით ჰქონდათ, ასევე შემოწმების შედეგთანაც.

„გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან და შემოწმების შედეგთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი – სატვირთო ავტომობილებს ტვირთის გადატანა მხოლოდ დახურული მისაბმელით შეეძლებათ
შემდეგი სტატია“ეს ტრანზაქცია არის მინიმუმ, საეჭვო და მაქსიმუმ, დანაშაულებრივი” – მაჭავარიანი