ქადაგიძე: ბოლო 48 საათში აჩერებენ კურიერებს, უღებენ ფოტოებს, აჯარიმებენ 1000 ლარით

“მეგობრებო, აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა ორბორბლიანთა მსვლელობა. მსვლელობა ქალაქის ქუჩებში აქციაზე გასვლის მოწოდებით იწყება და აქციასთან შეერთებითა და მისალმებით მთავრდება, რაც დამატებით მუხტს და ვიზუალს სძენს აქციას. შეუძლებელია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ როგორ გვხვდება ხალხის უმეტესობა ქუჩაში და აქციაზე. ეს უზარმაზარი ენერგია მხოლოდ შეიძლება შეიგრძნო. ბუნებრივია, ოლიგარქიას არ მოეწონა ეს ამბავი და დაიწყო ზეწოლა თითქმის ყველა მონაწილეზე. ბოლო 48 საათია აჩერებენ გლოვოს და ვოლტის ყველა სკუტერს, უღებენ სურათებს, ნაწილს აჯარიმებენ 1000 ლარით, ისეთი უაზრო მიზეზებით, როგორიცაა, მაგალითად, გზის გადაკეტვა, ზოგს უჭრიან და უზიანებენ სკუტერებს. ეს სკუტერები ბევრისთვის სესხით ნაყიდია და შემოსავლის მთავარ, თუ არა ერთადერთ, წყაროს წარმოადგენს. მოკლედ, ჩვენი მხარდაჭერა ორბორბლიანებს! მეგობრებო, გამოდით დღესაც, დღესაც ერთად დავდგეთ და ვუჩვენოთ ყველას, რომ ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ რომ ჩვენი დაშინება შესაძლებელია!!! მშვიდობიანი დემონსტრაცია და პროტესტი ჩვენი კონსტიტუციური უფლება და თითოეული პროდასავლურად განწყობილი მოქალაქის ვალდებულებაა!!! აუცილებლად გავიმარჯვებთ!!!,-წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაში„მახვილით მოსული, ამ მახვილითვე მოკვდება“ – ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში – ამირეჯიბმა “იმედი” დატოვა