ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ორი აფეთქების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახლდა. ათასობით ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფება და ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

26 აგვისტოს ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის 13 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეს იყო აშშ-ის არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც სამხედროებმა ერთ დღეში განიცადეს. 2011 წლის აგვისტოში ვერტმფრენზე განხორციელებულ თავდასხმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2020 წლის დასაწყისის შემდეგ, 26 აგვისტომდე, ავღანეთში არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა.

ქაბულის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამური სახელმწიფო ხორასნის პროვინციაში“ აიღო, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალია.

banner
წინა სტატიაშიჩვენს პაციენტებს არ დაკლებიათ 1 თეთრი, რომელიც მათ სჭირდებოდათ – ტიკარაძე გაფლანგულ სარეზერვო ფონდზე
შემდეგი სტატიაამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან… ე ტუტუც! – უგულავას პასუხი ღარიბაშვილს