ქაბულში საავადმყოფოს დაესხნენ თავს

დღეს, 8 მარტს შეიარაღებული პირები ავღანეთის დედაქალაქში თავს დაესხნენ საავადმყოფოს. თავდაპირველად, გაისმა აფეთქება, შემდეგ, თავდამსხმელებმა ავტომატებიდან გახსნეს ცეცხლი. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თავდასხმაში ოთხი პირი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მათგანმა შენობის შესასვლელში თავი აიფეთქა. ბოევიკები ამ დრომდე საავადმყოფოს შენობაში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია სამი და დაჭრილია 70 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: როგორც ველოდი, დიდად წინ ვერ წავედით, შესაბამისად კითხვები არ მოხსნილა
შემდეგი სტატიაWikiLeaks-მა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს “სმაილები” გამოაქვეყნა