ქაბულში დღე-ღამის განმავლობაში მეოთხე აფეთქება მოხდა

რამდენიმე საათის წინ, ქაბულში, დღე-ღამის მანძილზე მეოთხე აფეთქება მოხდა ძალოვანებისა და შეიარაღებული ადამიანების შეტაკების ფონზე, რომლებმაც ქალაქის ცენტრში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაზე მოაწყვეს თავდასხმა.
აფეთქებების შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა არ ვრცელდება.
ქალაქის ცენტრში, პოლიციასა და ბოევიკებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს. რამდენიმე ხნის წინ ორმა თავდამსხმელმა ორგანიზაციის შენობაში შეღწევა მოახერხა, რომლის დროსაც ერთი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
აფეთქებების სერია გუშინ თავდაცვის სამინისტროს შენობიდან დაიწყო. ადგილობრივი მედიის თქმით, ასაფეთქებელი დისტანციურ მართვაზე იყო. მეორე აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. რამდენიმე საათში მესამე აფეთქება გაისმა ქალაქის ცენტრში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი 7 სექტემბერს ჩამოვა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ჟურნალისტებს – ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? – დიახ, მივიღებთ