ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

gulis eleqsiri

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი სამხედროა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი და 18 ამერიკელი სამხედრო. ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური გამოცემები, ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება გუშინ, 26 აგვისტოს მოხდა. პირველი აეროპორტის შესასვლელეთან, იმ ადგილას, სადაც ლტოლვილები იდგნენ, მეორე კი სასტუმრო ბარონთან, სადაც ამერიკელი სამხედროებს ხალხი აეროპორტში გადაჰყავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა