ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ორი ლიცენზიის გასაცემად კონკურსები გამოაცხადა.

ორივე კონკურსზე საბუთების მიღების ვადა 2017 წლის 2 ოქტომბრის 17:00 საათამდე იყო განსაზღვრული. განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ (ბრენდული სახელწოდებით „რადიო პალიტრამ“) წარმოადგინა.

აღნიშნული კონკურსები კომისიამ სპეციალური დათქმით გამოაცხადა. კომისიას მიიჩნია, რომ მისასალმებელია როგორც არსებული რადიოების სურვილი გააფართოვონ ქსელი და საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის გახდნენ ხელმისაწვდომი, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და შესაბამისად, რეგიონული მაუწყებლობის გაძლიერება. აქედან გამომდინარე, კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ორი ახალი კონკურსი გამოაცხადა შემდეგი დამატებითი პირობით, რომ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ერთი ლიცენზიის კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება მხოლოდ უკვე არსებულ რადიომაუწყებელს, რომელსაც სამაუწყებლო ქსელის გაფართოება სურს, ამ შემთხვევაში როგორიც არის „რადიო პალიტრა“, ხოლო მეორე კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ადგილობრივი რადიომაუწყებლობის შექმნის მსურველს ექნებოდა, თუმცა ამ კონკურსზე განაცხადი არც ერთმა კანდიდატმა არ წარმოადგინა.

სამაუწყებლო არეალის გასაფართოვებლად ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირის დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2017 წლის 5 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2 ნოემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი სამაუწყებლო კონცეფციასთან დაკავშირებით ანალიზს გამოაქვეყნებს. საკონკურსო სხდომა კი, სადაც კომისია გამარჯვებულს გამოავლენს 9 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება მეორე კონკურს, ქ. ბათუმში კერძო საერთო (ადგილობრივი კონტენტით) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაში“ამით კი არ გვაშინებთ, გვაძლიერებთ” – ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი პრეზიდენტთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს