21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“პუტინს ომის შეჩერება არ სურს და მთელი ძალით ებღაუჭება რაკეტებსა და დრონებს”- ზელენსკი

“დღეს ღამით რუსეთმა დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად კიევის ოლქის სოფელ პუხივკაში სამი ადამიანი მოკლა – ბაბუა, ბებია და მათი შვილიშვილი. ბიჭუნა სულ რაღაც სამი წლის იყო. კიდევ ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია – ბავშვის მშობლები, მისი 15 წლის ძმა და მეზობელი, რომელიც ოჯახის დასახმარებლად მივიდა და განმეორებითი დარტყმის დროს დაიჭრა. დაშავებულებს თერმული დამწვრობები და ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ვუსამძიმრებ მათ. ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო. რუსებს ამის შესახებ არ შეიძლება არ სცოდნოდათ.

ასევე, კიევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ექვსი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა დარტყმა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს. დაბომბვის ქვეშ მოექცა დონეცკის, ხარკოვის, სუმის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, მიკოლაივის, ჩერნიგოვისა და პოლტავის ოლქები.
ევროპას, ამერიკასა და უკრაინას დიდი ხანია სურთ, ეს რუსული ომი შეჩერდეს. ამის სურვილი მხოლოდ პუტინს არ აქვს და ის მთელი ძალით ებღაუჭება თავის ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს, რათა ომი გააგრძელოს. საჭიროა მეტი ზეწოლა – ახალი სანქციები, რომლებიც ამ ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობას არ მისცემს. და აუცილებლად საჭიროა მეტი დაცვა ჩვენი ხალხისთვის. ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემები, Patriot-ის, SAMP/T-ის, NASAMS-ის, HAWK-ისა და ჩვენი F-16-ებისთვის განკუთვნილი რაკეტა-ჩამომგდებები – ეს ყველაფერი მუშაობს და სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება, როდესაც ის აქ, უკრაინაშია, და არა სადღაც საწყობებში, რუსული დარტყმებისგან ათასობით კილომეტრის მოშორებით.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ლიდერობას ავლენს და, მიუხედავად ყველაფრისა, საჰაერო თავდაცვის საშუალებების ახალ პაკეტებს გადასცემს,” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: იმ დროს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ომი არ მოხდებოდა