პუტინს მხოლოდ ერთი რამის, სამართლიანობის ეშინია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში რუსეთის არჩევნებს იმიტაცია უწოდა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსმა დიქტატორმა მოაღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უდნა დაასრულოს.

“პუტინს მხოლოდ ერთი რამის, სამართლიანობის ეშინია. არჩევნების ამ იმიტაციაში ლეგიტიმაცია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ამ პოლიტიკოსმა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დასსრულოს მოღვაწეობა. ეს არის ის, რაც უნდა ვუზრუნველჰყოთ ჩვენ ყვეალამ, ვინც მსოფლიოში სიცოცხლეს და პატიოსნებას პატივს სცემს” – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ დასრულდა. ჯერ ხმების დათვლა არ დასრულებულა, თუცმცა პუტინმა თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა „ხალხის ძალა“ დღეს პარტიად დაფუძნების ყრილობას გამართავს
შემდეგი სტატიაყოფნა არყოფნის საკითხი დგას, გენოციდის შეწყვეტის საკითხი დგას – სააკაშვილი