“მას ჰგონია, რომ ჩვენ მისი გვეშინია. მან ყოველ ნაბიჯზე მოატყუა პრეზიდენტი ტრამპი”.
პუტინმა უპატივცემულობა გამოიჩინა ჩვენი პრეზიდენტის მიმართ. არ მგონია, რამე გამოსწორდეს მანამ, სანამ ბატონ პუტინს მკაფიოდ არ ვუჩვენებთ, რომ მზად ვართ ის და მისი ქვეყანა თევზების საკვებად ვაქციოთ.“
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინით “სასტიკად იმედგაცრუებულია” და დაამატა, რომ მან რაკეტების სროლა უნდა შეწყვიტოს. მისივე თქმით, ზელენსკისთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა:
“ის უფრო მშვიდი გახდა და სურს მოლაპარაკება”.
შეკითხვაზე, ენდობა თუ არა ისევ ვლადიმირ პუტინს, ტრამპმა თქვა, რომ “ყველაფერი ორ კვირაში გამოჩნდება”.
პარალელურად, ურთიერთგამომრიცხავია კრემლის მაღალჩინოსანთა განცხადებები. ვლადიმირ პესკოვი, მაგალითად, ამბობს, რომ კრემლი უკრაინისგან მკვეთრ გზავნილს ელოდება და მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება “ყოველგვარი წინასწარი მოთხოვნებისა და პირობების გარეშე”, თუმცა პირველი რუსი დიპლომატი სერგეი ლავროვი თავისი განცხადებით მკვეთრად გამორიცხავს პესკოვის პათოსს, რადგან ამბობს, რომ “ყირიმის, დონბასის, ზაპოროჟიისა და ხერსონის აღიარება რუსეთის ტერიტორიად უნდა იყოს პირობა ნებისმიერი მოლაპარაკების დასაწყებად”.