პუტინს ძალიან სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, ასეთი შიშები არსებობს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ პუტინს სურს, სადმე გამოიყენოს რაიმე სახის ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შიშები არსებობს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებას მიმართოს.

ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ვლადიმერ პუტინს ამას არ აპატიებს.

„ვთქვათ, მათ გამოიყენეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. რა იქნება შემდეგ? მთელი მსოფლიო, გამონაკლისის გარეშე, მიხვდება, რომ საქმე გვაქვს შეშლილ მანიაკთან, რომელიც არაფერზე ჩერდება“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიბალტიის ზღვაში NATO-ს წვრთნების დროს მათი გემები მიზანში გვექნება ამოღებული – რუსი ადმირალი
შემდეგი სტატიასუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო