პუტინს დონბასში ძალების შეკრება სურს, რომელიც 5-ჯერ მეტი იქნება უკრაინულ ჯარზე – The Times

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს დონბასში ჯარის შეკრება, რომელიც 5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე უკრაინული. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს საკმარისი არ იქნება რუსეთის ფედერაციის გამარჯვებისთვის. ამის შესახებ The Times წერს.
აღნიშნულია, რომ მოსკოვი მთელ ძალებს დონბასთან ახლოს მდებარე რეგიონებში გადაიყვანს შემდგომი დაპირისპირებისთვის, რომელიც „გადამწყვეტი“ გახდება. მედია ირწმუნება, რომ საუბარია ათიათასობით ჯარისკაცზე.

ამავდროულად, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსეთი აგროვებს ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინის საზღვარზე მინიმუმ სამ ადგილას – ბელგოროდისა და ვორონეჟის რაიონებში, ასევე, მათ მახლობლად.

ზოგიერთი დასავლური წყარო ელოდება, რომ შეტევა კვირის ბოლოს დაიწყება.

banner
წინა სტატიაშირამზან კადიროვი უკრაინის მოვლენების აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა – თინა კანდელაკი
შემდეგი სტატიარუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია – პუტინი