17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“პუტინს დღეს ჩვენზე თავდასხმის საშუალება არ აქვს” – სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთს ამჟამად პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა მოსკოვმა შესაძლოა წინააღმდეგ პროვოკაციები განახორციელოს. 

სიკორსკის თქმით, პოლონეთი პანიკაში არ არის, მაგრამ მოსკოვის მუქარას სერიოზულად აღიქვამს.

 „შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად არასწორი შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპას უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ამიტომ, არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ მაშინაც კი, თუ ის ვერ გაიმარჯვებს, მაინც შეიძლება კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.

როდესაც რუსები გვემუქრებიან, ჩვენ ამ მუქარას სერიოზულად აღვიქვამთ. მაგრამ დღეს პუტინს არ აქვს საშუალება, რომ ჩვენზე თავდასხმა განახორციელოს. მაქსიმუმ, მას შეუძლია სცადოს რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა”,_ განაცხადა სიკორსკიმ.

banner
წინა სტატიაშითელავში სტიქიის შედეგად სავაჭრო ცენტრი დაზარალდა
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულ თელავში ვითარების ადგილზე გასაცნობად კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერები ჩავიდნენ