პუტინმა ზელენსკი დონბასის ნაცვლად მოსკოვში დაპატიჟა

პუტინი ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მზაობა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენკის მოსკოვში შეხვდეს. პუტინის აღნიშნულ განცხადებამდე კი, უკრაინელმა კოლეგამ რუსეთის პრეზიდენტი დონბასში მოლაპარაკებებზე მიიწვია.

“თუკი დონბასის პრობლემებზეა საუბარი, მაშინ უკრაინის ხელმძღვანელობა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებს უნდა შეხვდეს და მხოლოდ შემდეგ განიხილოს ეს პრობლემები მესამე ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთია. თუკი ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზეა საუბარი, მაშინ, კეთილი იყოს. ჩვენ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მივიღებთ მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს”, – პუტინის სიტყვებს “დოიჩე ველე” ციტირებს.

ცნობისთვის, ვლადიმირ ზელენკიმ პუტინს “უკრაინული დონბასის, სადაც ომია, ნებისმიერ წერტილში” შეხვედრის ჩატარება შესთავაზა.

ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე დაახლოებით 120 ათასი რუსი ჯარისკაცი გადასხა.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: ყველას უნდა რესტორნებში ქეიფი, მაგრამ ამით თანამოქალაქეებს გავწირავთ
შემდეგი სტატიაიმნაძე: კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, რომ ნიღაბი გაიკეთოს?