პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის წინააღმდეგ “სპეციალური ეკონომიკური ზომების” შესახებ. დოკუმენტში, რომელიც კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია “არამეგობრული და საერთაშორისო ნორმების წინააღმდეგ უკრაინის ქმედებების გამო, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე შემზღუდავი ზომების მიღებასთან” – ნათქვამის ბრძანებაში. როგორც ტექსტიდან ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ზომები, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის. მას მთავრობა შეიმუშავებს, გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეადგინოს იურიდიული და ფიზიკური პირების სია, რომელთა წინააღმდეგაც ის განხორციელდება -წერს “ბიბისი”. ბრძანება ძალაში შევიდა. ის გაუქმდება, თუკი კიევი რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს მოუხსნის.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო
შემდეგი სტატიალეონარდო და ვინჩი ელამი იყო – ამბობს ბრიტანელი ექიმი