პუტინმა თურქეთის სამხედრო ამბოხში ამერიკელების როლზე მიანიშნა

დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მომხდარ სამხერო ამბოხებაზე და ამ ამბოხებაში აშშ-ს როლზე ისაუბრა.
,,თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ამბოხებაში აშშ რამე როლს ასრულდებდა, მაგრამ მე ამ ლოგიკით შემიძლია ვიმსჯელო: თუ გიულენი მართლა მონაწილეობდა სამხედრო ამბოხებაში, მაშინ ამის შესახებ რომ ამერიკის სპეცსამსახურებს არ სცოდნოდათ ძნელი დასაჯერებელია. ამასთანავე, როგორც ცნობილია ინჯირლიკის ბაზაზე ამერიკელებთან ერთად მომსახურე თურქი სამხედროებიც ამბოხებაში მონაწილეობდნენ. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ამერიკელებს თურქეთის ბაზაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღიც აქვთ და არავინ იცის რა შეიძლებოდა მომხდარიყო მსგავსი დრამატული მოვლენების დროს,, განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი „სვეტი“ – სკანდალური საქმის დეტალები!
შემდეგი სტატიაყარაბაღის ფრონტზე 10-მდე სამხედრო დაიღუპა