პუტინმა თქვა, რომ იძულებული იქნება, უკრაინას პასუხი გასცეს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იძულებული გახდება, უკრაინის ოპერაციას უპასუხოს.

ამასთან, რია ნოვოსტის მოჰყავს თითქოსდა პუტინის მიერ ტრამპისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ უკრაინა მოოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს და რომ კიევის რეჟიმი ტერორისტულ ორგანიზაციადაა ქცეული:

“საუბარი დაახლოებით ერთი საათსა და თხუთმეტი წუთს გაგრძელდა. ვიმსჯელეთ უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც რუსეთის აეროდრომზე მდგომ თვითმფრინავებს შეეხო, ასევე თავდასხმებზე, რომლებიც ორივე მხარის მიერ ხორციელდება.

ეს იყო კარგი საუბარი, თუმცა არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს. პრეზიდენტმა პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ მას მოუწევს პასუხი გასცეს ავიაბაზებზე თავდასხმას.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ირანზე და იმ ფაქტზე, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო იწურება! მე პუტინს განვუცხადე, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და, ჩემი აზრით, ამ საკითხზე ვთანხმდებით”, –

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ბავშვებიც კი შეიარაღებულები დადიან – სამირა ბაირამოვა
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა