პუტინმა თქვა, რომ ბაიდენმა მას აუხსნა, თუ რატომ უწოდა მკვლელი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ჯო ბაიდენმა მას უკვე აუხსნა, თუ რატომ უწოდა მას მკვლელი – ამის შესახებ აშშ-რუსეთის სამიტის დასრულებისას ჟურნალისტებთან თქვა.
პუტინს შეკითხვა ერთმა რუსმა ჟურნალისტამ დაუსვა, რომელიც, სხვათა შორის, ცდილობდა სიტყვა “მკვლელი” არ ეხმარა შეკითხვის დასმისას, თუმცა, ვლადიმირ პუტინის პასუხიდან გამომდინარე ცხადი იყო რაზეც იყო საუბარი.
“რაც შეეხება მკვეთრ განცხადებას… რა უნდა ვთქვა. ჩვენ ყველამ ვიცით ამ განცხადების შესახებ. მაგრამ ამის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მე დამირეკა, ჩვენ განვუმარტეთ ერთმანეთს და მე დავკმაყოფილდი მისი განმარტებით. შემდეგ მან შეხვედრა შემომთავაზა” – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ პუტინ-ბაიდენის შეხვედრა, რომელიც შვეიცარიაში ჩატარდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჟენევაში პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებები დასრულდა
შემდეგი სტატიაპუტინი: უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს ბაიდენთან გაკვრით შევეხეთ