პუტინმა სუ-24-ის ჩამოგდებას „ზურგში დარტყმა“ უწოდა

პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების გეგმა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული გამანადგურებელი სუ-24-ის თურქეთის სამხედრო ძალების მიერ ჩამოგდებას, რომელიც სირიის ცაზე მოხდა, „ზურგში დარტყმა“ უწოდა – ამის შესახებ მან იორდანიის მეფე აბდალა მე-2-სთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.  „მომხდარი ტერორიზმთან ბრძოლის ჩვეულებრივ ჩარჩოებს სცილდება.

“ცხადია, ჩვენი სამხედროები ტერორთან გმირულ ბრძოლას აწარმოებენ , მაგრამ დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია დარტყმასთან, რომელიც ტერორისტების მხარდამჭერებმა ზურგში განახორციელეს. სხვანაირ კვალიფიკაციას მე ამას ვერ მივცემ. ჩვენი თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე  რაკეტა „ჰაერი-ჰაერით“ იქნა ჩამოგდებული თურქული გამანადგურებლის F-16-ის მიერ“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშითვითმფრინავის შემდეგ, სირიაში რუსული ვეტმფრენიც ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიათურქეთის პრემიერი ჩამოგდებულ თვითმფრინავზე – “ქვეყანას ჰქონდა უფლება! “