პუტინმა შსს-ს კადრები 64 ათასით გაზარდა

პუტინი: მინდა ევროპელები თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას და ოკეანის მიღმიდან არ ელოდებოდნენ მითითებებს

ვლადიმერ პუტინრუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას შსს-ოს კადრების 64 ათასი ერთეულით გაზრდის შესახებ – რუსული მედია წერს.
“დადგინდეს რუსეთის შინაგანი ორგანების საშტატო ერთეულების ზღვარი (დაცვისა და შენობების მომსახურების პერსონალის გარეშე), რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნაციების ხარჯზე დაფინანსდება, 1 067 876 ერეულით, მათ შორის შს თანამშრომლები – 872 970 ადამიანით, სახელმიფო სამოქალაქო მომსახურეები – 17 376 ადამიანი და თანამშრომლები – 177 530 ადამიანი” – ნათქვამია ბრძანებაში.

მანამდე შსს-ს შტატი 1 003 232 ერთეულს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ორი კანდიდატი დარჩა
შემდეგი სტატიააშშ-ში უარყვეს ხმები რუმინელი ჰაკერის ციხეში გარდაცვალების შესახებ