ვლადიმირ პუტინმა საკუთარ ეროვნებათშორის ურთიერთობათა საბჭოში ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე გააწევრიანა.აქამდე რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა. ცეცხლაძე გაერთიანებას 2021 წლიდან უძღვება.ცეცხლაძე ანტიუკრაინული განცხადებებით გამოირჩევა.




















