პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? – რატიანი

”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ოკუპაციაზე და ლუჟკოვის ვიზიტზე გაამახვილა.
“იქ, სადაც საუბარია ოკუპაციაზე, იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს იმ ქვეყანაში და არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ პასპორტში მას განსაკუთრებული არაფერი ეწერა”- განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნებისთვის ქართველი ჯარისკაცების გადაცემა არ უნდა ხდებოდეს.
”არ უნდა გვეუბნებოდნენ იმას, რომ პასპორტში არაფერი ეწერა. პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? ან კიდევ სხვებმა რომ გადმოკვეთონ. ამიტომ, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას, იმათი გადაცემა არ უნდა ხდებოდეს. გია ცერცვაძის შემთხვევას ვგულისხმობ”,- განაცხადა რატიანმა.

რატიანის განცხადებებს დარბაზში ხმაური მოჰყვა

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაიური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა – ხუციშვილი