პუტინმა “პანამის დოკუმენტებს” სიტუაციის შიგნიდან გართულების მცდელობა უწოდა

პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების გეგმა დაამტკიცა

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულარუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოფშორული კომპანიების შესახებ პუბლიკაციებს, რომელიც მისი მეგობრების კომპანიებსაც ეხებათ, სიტუაციის ხელოვნურად გართულების მცდელობა უწოდა.
მისი თქმით, პუბლიკაციის ავტორების მიზანი რუსეთი იყო, რომ ის ამ დოკუმენტებით უფრო თვინიერი გაეხადათ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რომ პანამის იურიდიულ კომპანიაში Mossack Fonseca პირადად მისი სახელი არ ფიგურირებს.

მან დაამატა, რომ ამაყობს ისეთი ადამიანებით, როგორიც მისი ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინია. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მისი სახელი ოფშორულ სტრუქტურებს უკავშირდება, რომლის გავლითაც 2 მილიარდი გადაირიცხა.
“თითქმის ყველა ფული, რომელიც როლდუგინმა გამოიმუშავა, მან მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენაში დახარჯა რომ რუსეთში ჩამოეტანა” – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ვიკილიქსმა” “პანამურ დოკუმენტებზე” მასალა განათავსა. მათი მტკიცებით, ოფშორული იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-დან ინფორმაციის გაჟონვის უკან ჯორჯ სოროსი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დგას – WikiLeaks-ი თვლის – ამის შესახებ ორგანიზაციამ “ტვიტერ”-ზე დაწერა.
ამასთანავე, კიბერშეტევის მიზანი, რომელიც სოროსმა და ამერიკის სახელმწიფო სააგენტომ დააფინანსა, WikiLeaks-ის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო.

WikiLeaks-მა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ “OCCRP (დანაშაულთა და კორუფციის ინფორმირებულობის შესახებ ორგანიზაცია ) კარგად აკეთებს საკუთარ საქმეს, თუმცა, პუტინზე შეტევის პირდაპირი დაფინანსება აშშ-ს მთავრობის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს”.

https://youtu.be/EciSCeEydBI

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიის პრემიერმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შეუძლებლობაზე განაცხადა
შემდეგი სტატიაკულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილისთვის სანკტ-პეტერბურგში ჯგუფი „მგზავრების“ მიერ კონცერტის 9 აპრილს გამართვა მიუღებელია