პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა.

ბრძანება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთ ოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა.

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი 15 მუხლისგან შედგება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვითი და უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ასევე რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას. ასევე , სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფებისა და უსაფრთხოების ორგანოების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა
შემდეგი სტატია“ჩემი შვილი თქვენი მძევალია, არ მეშინია”- კილაძის შვილის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს