რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა.
განკარგულება ე.წ. დანიშვნის შესახებ ხელმოწერილია 23 მაისს და გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე.
კულახმეტოვი 2008 წელს, მათ შორის აგვისტოს ომის დროს რუსი რუსეთის სამშვიდობო ძალებს. 2011 წლიდან კი გენერალ მაიორი კულახმეტოვი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.