პუტინმა ნება დართო ესროლონ ქალებს და ბავშვებს

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

putinპრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი კანონს, რომლის თანახმად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებს უფლება აქვთ ესროლონ ქალებს, ბავშვებს, ადამიანთა ჯგუფებს. დოკუმენტი გამოქვეყნებულია დღეს, 30 დეკემბერს.
სპეცსამსახურების თანამშრომლებს უფლება ეძლევათ, გამოიყენონ იარაღი ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, მაგ. ტერორისტული აქტების თავიდან აცილების მიზნით, მძევლების განთავისუფლების დროს, ასევე „კრიტიკულად მნიშვნელოვან და პოტენციურად საშიშ ობიექტებზე, ან სახელმწიფო დაწესებულებებზე შეიარაღებული ჯგუფებების თავდასხმების მოსაგერიებლად“.
გარდა ამისა, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს უფლება ექნებათ ესროლონ ქალებს, არასრულწლოვანებს, შშპ მათი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში; „შეიარაღებული ან ჯგუფური თავდასხმების დროს, რაც ადამიანების ან უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენდეს იქნება“. ახალი კანონის თანახმად, დაშვებულია სპეცსაშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალების წინააღმდეგ.
მასობრივი არეულობების დროს, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვის მიზნით, სპეცსამსახურების თანამშრომლებს უფლება ეძლევათ შეიჭრნენ საცხოვრებელ სახლებში ან ბინებში.
ადრე რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს მიმართვას ვლადიმერ პუტინის და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვიენკოს სახელზე. ისინი მოითხოვდნენ არ მიეღოთ ცვლილებები კანონში, რომელიც უშაულოდ სპეცსამსახურებს ეხებოდა. მიმართვას ხელს აწერდნენ ლუდმილა ალექსეევა, ილია შაბლინსკი, სვეტლანა განუშკინა, ლევ პონომარიოვი და სხვები.

banner
წინა სტატიაში,,გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი და არა კონკრეტული მოსამართლის”
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბა: „დღეს აფხაზეთში ცხოვრობს ათეულობით ათასი ქართველი