უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოკლა.
“მან მოკლა პრიგოჟინი – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია”, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინისთვის ეს უბრალოდ “ერთი ნაკლები ტერორისტია”. ზელენსკის შეფასებით, რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი იმალებოდნენ “ვაგნერელების” უკან.
“ვფიქრობ, რომ ეს თავდაცვა, რომელიც იმალება დაქირავებული მებრძოლების, ვაგნერელების სიცოცხლის მიღმა, – დაკარგეს. ეს ჩვენთვის ნამდვილად პლუსია”, – თქვა ზელენსკიმ.