პუტინმა მოისმინა მედვედჩუკის ტირილი და დააიგნორა – გერაშენკო

პუტინმა მოისმინა მედვედჩუკის ტირილი და დააიგნორა – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ Telegram არხზე წერს.

გერაშენკო საუბრობს იმ პასუხზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს მედვედჩუკის მოთხოვნაზე განუცხადა.

პესკოვი ამბობს, რომ კრემლმა ნახა ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვა გაცვლის მოთხოვნაზე, რომელიც გამოქვეყნდა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ, თუმცა მასზე მოსკოვის მხრიდან რეაქცია ჯერ არ არის.

“ჩვენ ვნახეთ [მიმართვა]. ამ დროისთვის არანაირი რეაქცია არ არის.”- ამბობს პესკოვი.

მედვედჩუკი 12 აპრილს სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მან თავად შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებისა და მცხოვრებლებში გაცვლა.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა, რომელიც წყნეთში, პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა, 30 წლის ზურაბ გველესიანია
შემდეგი სტატიაალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ ნატო-ს ბაზაზე იერიშის მიტანის შემთხვევაში „ომი რამდენიმე დღეში დასრულდება“