პუტინმა მილოცვის დეპეშა გაუგზავნა ბადრა გუნბას, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მილოცვის დეპეშა გაუგზავნა ბადრა გუნბას, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ტელეგრამაში. “იმედი მაქვს, რომ მეგობრული, მოკავშირე რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები გაგრძელდება ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ გაძლიერებაზე“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბადრა გუნბამ 1 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% მიიღო, მეორე კანდიდატმა ადგურ არძინბამ 41,54%.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ომის გაგრძელებით და ხელახლა გაჩაღებით პუტინის გარდა არავინაა დაინტერესებული
შემდეგი სტატიაპროტესტის 95-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია