პუტინმა „კუდიანებზე ნადირობის“ ახალი სეზონი დაიწყო – ბორის აკუნინის გარდა ვინ მოხვდნენ „უცხოელი აგენტები“ ახალ სიაში

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური აგენტების“ ერთიან რეესტრში მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი), ჟურნალისტი ალექსანდრე მინკინი და გამოცემა „Холод“-ი შეიყვანა.

დეპარტამენტმა “უცხოური აგენტების” სიას ასევე, დაამატა მოსკოვის ზარის ტელეგრამის არხის ადმინისტრატორი ანდრეი კურშინი და ყოფილი დეპუტატი მარი ელ ანტონ სოკოლოვი.

ბორის აკუნინის „უცხოური აგენტების“ სიაში შეყვანის მიზეზი ის გახდა, რომ მწერალი უკრაინის არმიისთვის „ფინანსების შეგროვებაში“ „მონაწილეობდა. მინკინი, კურშინი და სოკოლოვი კი აღიარებულ იქნენ როგორც „უცხო აგენტები“, რადგან ისინი „ეწინააღმდეგებოდნენ სპეცოპერაციას უკრაინაში“.

პუბლიკაცია „Холод”“ მოხვდა „უცხოური აგენტების“ სიაში იმის გამო, რომ დეპარტამენტის ცნობით, „ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ნეგატიური იმიჯის შექმნას და ეწინააღმდეგებოდა სპეცოპერაციას უკრაინაში“.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სიცრუებს უწოდებს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერის ჩაშლის ფაქტს
შემდეგი სტატია„ალტ ინფოს“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება