პუტინმა კიევზე იერიშით გაეროს შუა თითი უჩვენა – კლიჩკო

„პუტინმა კიევზე იერიშით გაეროს შუა თითი უჩვენა“, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს.

„რუსეთის სარაკეტო დარტყმა კიევში გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ვიზიტის დროს, პუტინის მიერ შუა თითის ჩვენება იყო“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული შესახებ, ოფიციალურმა მოსკოვმა დაადასტურა, რომ იგი უკრაინის დედაქალაქსა და რაკეტების ადგილობრივ საწარმოს მიზნად იღებდა.

ვიტალი კლიჩკოს რუსი ოკუპანტების მიერ კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე შეტევასთან დაკავშირებით, რომელშიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი დაიღუპა, კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ზაპოროჟიესთან მტრის ტექნიკა გაანადგურეს