პუტინმა თავისი ყოფილი პირადი მცველი, ალექსეი დიუმინი, რომელიც ტულას რეგიონის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, სახელმწიფო საბჭოს მდივნად დანიშნა. საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მან პუტინის ასისტენტი, იგორ ლევიტინი ჩაანაცვლა.
დიუმინი პუტინის პერსონალურ მცველად 1999 წელს დაინიშნა. ყირიმის ანექსიის შემდეგ კი მას რუსეთის გმირის წოდებაც მიანიჭეს.
რუსეთის კანონმდებლობით, სახელმწიფო საბჭო სხვადასხვა საკითხებში პრეზიდენტს რჩევებს აძლევს.