პუტინმა ყოფილი მეუღლის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა

პუტინმა ყოფილი ცოლის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში  დაუსვეს შეკითხვა, მისი ყოფილი მეუღლე ნამდვილად გათხოვდა თუ არა. პუტუნმა შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა,მაგრამ თქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრებით კმაყოფილია: “ჩვენ ზოგჯერ ვხვდებით ერთმანეთს. იშვიათად, მაგრამ ვხვდებით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება იმაზე უკეთესი, ვიდრე ადრე გვქონდა და ვიცი, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს. ის, რასაც გაზეთებში წერენ, ცალკე თემაა. ის საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია. ყველაფერი კარგად არის. მეც კმაყოფილი ვარ, ყველაფერი კარგად არის” – განაცხადა პუტინმა.

“ისე, სერიოზულად ასე ვფიქრობ, რომ ადამაინები დუმას დეპუტატებს და პრეზიდენტებს იმიტომ ირჩევენ, რომ მათ იმუშაონ. პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება მის ხედვებზე არ ახდენს გავლენას და არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ, შესაძლოა, ერთხელაც, შევძლებ თქვენი ინტერესის დაკმაყოფილებას” – დაამატა მან.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა თურქეთს მეგობარი უწოდა და ზოგიერთი პოლიტიკოსის არაადეკვატურობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტმა მკურნალობის საკუთარ მეთოდებზე ისაუბრა