პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი სამხედრო შენაერთის რუსეთის არმიაში შესვლას გულისხმობს.

“შეთანხმება” გაფორმებულია 25 წლის ვადით და ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობას გულისხმობს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სამხედროები გააფორმებენ კონტრაქტს და რუსეთის არმიაში იმსახურებენ, მაგრამ კანდიდატმა მანამდე უნდა დატოვოს “ოსური არმია” და ასევე უნდა ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა.

ეს შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ჯერ კიდევ გასული წლის 31 მარტს გაფორმდა, თუმცა მისი ამოქმედებისთვის საჭირო ბოლო პროცედურა რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერა იყო.

 

banner
წინა სტატიაშიკომპანია “ნილის” დამფუძნებელი, რომელმაც საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერში გაიმარჯვა, ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნეს პარტნიორია
შემდეგი სტატიაგიორგი საკარული: ნება იბოძეთ სათანადო ყურადღება მოგვაქციეთ