პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალექსანდრე დარჩიევის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩად დანიშვნის შესახებ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალექსანდრე დარჩიევის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩად დანიშვნის შესახებ. მანამდე ვაშინგტონმა მისი კანდიდატურა დაამტკიცა.
დარჩიევი დიპლომატიურ სამსახურში 1992 წლიდან მუშაობს და ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიურ მისიაში დაახლოებით 10 წელი მუშაობდა, 2005 წლიდან კი მინისტრ-მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლიდან 2021 წლის იანვრამდე ალექსანდრე დარჩიევი იყო რუსეთის ელჩი კანადაში, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი კიევს საკუთარი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს
შემდეგი სტატიათიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“  ჩაატარებს