პუტინმა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს, ევგენი პრიგოჟინის ნაცვლად, ახალი მეთაური – ანდრეი ტროშევი შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს, ევგენი პრიგოჟინის ნაცვლად, ახალი მეთაური – ანდრეი ტროშევი შესთავაზა.

როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ეს წინადადება პუტინმა „ვაგნერელებთან“ გამართული შეხვედრის დროს გააჟღერა, რომელსაც, პრიგოჟინის გარდა, 35 მებრძოლი ესწრებოდა.

„კომერსანტის“ ცნობით, პუტინმა მებრძოლებს „ჭაღარას“ მეტსახელით ცნობილი ის მეთაური შესთავაზა, რომელიც დაჯგუფებას ბოლო 16 თვის განმავლობაში სათავეში ედგა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა 2008 წლის ომის დროს ითამაშა