15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

პუტინმა ირანის მინისტრს უთხრა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია და ირანის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო წნეხი იყო.

რუსული სახელმწიფო მედიის (RIA Novosti) ცნობით, პუტინმა დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, მაქსიმალურად დაეხმაროს თეირანს:

„ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რაც თქვენს ინტერესებსა და რეგიონის ხალხების ინტერესებს ემსახურება, რათა მშვიდობა რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული“, — განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ირანელი ხალხი წარმატებით გადალახავს ამ „რთულ პერიოდს“, რაც სავარაუდოდ აშშ-ის მიერ დაწესებულ ბლოკადასა და საომარ მოქმედებებს გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება
შემდეგი სტატია“ჰეზბოლა” გაეროს სამშვიდობო მისიას ეფარება”- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი